ინტელის ძირითადი კურსი

Sunday, July 22, 2018

დღე მეცხრე

ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია და პორტფოლიოს შეფასების რუბრიკების საშუალებით შევაფასეთ ერთმანეთის პროექტები, მივიღეთ და გავეცით უკუკავშირი . პროექტები მართლაც  საინტერესო იყო . საინტერესო იყო იმაზე დაკვირვებაც, თუ როგორ ჩამოყალიბდა თითოეული იდეა პროექტად.
ამავე დღეს შევარჩიეთ ბლოგებისთვის სასურველი დიზაინი და უკეთესად გავერკვიეთ ბლოგზე ნავიგაციაში. 
სასწავლო პროექტებზე ნაბიჯ-ნაბიჯ მუშაობა ძალიან  საინტერესო და ნაყოფიერი იყო , სამუშაო გარემო კი იმდენად საქმიანი, რომ ზაფხულის სიცხისა და გახურებულ ოთახში ჯდომის მიუხედავად, ტრენერის ენერგიულობის წყალობით თითოეული საპროექტო იდეიდან, ვფიქრობ, ძალიან კარგი სასწავლო პროექტები ჩამოყალიბდა.

დღე მერვე

დავასრულეთ პროექტის გეგმებზე მუშაობა , გავწერეთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა , ნიჭიერი და არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი აქტივობები. თავი მოვუყარეთ ყველა დოკუმენტს დრაივის შესაბაის საქაღალდეებში, ვუმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე

Monday, July 16, 2018

დღე მეშვიდე

დავასრულეთ სასწავლო პროცედურების გაწერა
ვისაუბრეთ მოსწავლეთა დამხმარე რესურსებზე და დავიწყეთ მათზე მუშაობა 

Saturday, July 14, 2018

დღე მეექვსე


  • გავიხსენეთ წინა ტრენინგი, ვისაუბრეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის მნიშვნელობაზე, ვიმუშავეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებზე
  • ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე, გავეცანით ,რა ითვლება საავტორო უფლებების დარღვევად და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მათი დარღვევა
  • შევაჯამეთ ტრენინგი 

Tuesday, July 10, 2018

დღე მეხუთე


  • გავიხსენეთ წინა სამუშაო შეხვედრა 
  • გეგმას  მიზნებში დავამატეთ 21-საუკუნის უნარ-ჩვევები 
  • განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნიმუშები 
  • ვისწავლეთ მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად ელექტრონული ტესტის შექმნა და შევქმენით ჩვენს პროექტებზე მორგებული ელექტრონული ტესტები

Monday, July 9, 2018

დღე მეოთხე


  • გავიხსენეთ წინა ტრენინგი,  კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ შეკითხვებზე , დავაზუსტეთ ჩვენი პროექტის მიმართულების მიმცემი შეკითხვები. 



  • ვისაუბრეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები, განვიხილეთ შეფასების ხუთი სტრატეგია, რაც საშუალებას მოგვცემს პროექტის განმავლობაში მრავალმხრივად შევაფასოთ მოსწავლე, აღვნიშნეთ, რომ შეფასება უნდა იყოს მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული . ჩვენს პროექტებს მივუსადაგეთ შეფასების ფორმები სტრატეგიების მიხედვით და შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო

  • გავწერეთ შეფასების დროის ჩარჩო და მოვძებნეთ სხვადასხვა შეფასების რუბრიკები და მოვახდინეთ მათი ადაპტირება ჩვენი პროექტებისთვის

Friday, July 6, 2018

დღე მესამე

ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი პროექტების მიზნები, შესაბამისი სტანდარტები და ინდიკატორები, მივიღეთ უკუკავშირი ერთმანეთისგან და ტრენერისგან ,პროცესი ძალიან საინტერესო იყო

გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, გავეცანით ნიმუშებს, ვივარჯიშეთ საკვანძო კითხვების მოფიქრებაზე-(სხვადასხვა პროექტისთვის მოვიფიქრეთ და დავხვეწეთ ისინი) მოვიფირეთ ჩვენი პროეტებისთვის კითხვები ,შევიტანეთ დრაივში და გავუზიარეთ ტრეინერს

დღე მეცხრე

ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია და პორტფოლიოს შეფასების რუბრიკების საშუალებით შევაფასეთ ერთმანეთის პროექტ...